შემდეგი წლიდან ჩამოყალიბდება ახალი სამინიტრო სახელწოდებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - ამილახვარი

სულ ნახვები : 345
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„შემდეგი წლიდან უკვე ჩამოყალიბდება ახალი სამინისტრო, რომლის სახელწოდება იქნება - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელსაც დაემატება ახალგაზრდობის სააგენტო“ , - ამის შესახებ განათლების მინისრამ, გიორგი ამილახვარმა, მტავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს მთავრობაზე განხილულ იქნა კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდან ახალგაზრდობის სააგენტოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში გადმოტანა. მთავრობაზე მსჯელობისას იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან განათლების და მეცნიერების სამინისტროში ჩვენ ჩვენი პროგრამების ფარგლებში დაწყებული სკოლით, პროფესიული განათლებით და ასევე უმაღლესი განათლებით, ისედაც გვაქვს კომპონენტები, სადაც გარდა განათლებისა, სადაც სხვადასხვა აქტივობებს, ზოგადად განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას ისედაც მოვიცავთ ჩვენს პროგრამებში და სამინისტროში. ამიტომ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკის და განათლების სიახლოვის შედეგად ამ სააგენტოს განხორციელება და მისი მოქმედება გაგრძელდეს განათლების და მეცნიერების სამინისტროში. კანონპროექტთა ნუსხა წარედგინება პარლამენტს და შემდეგი წლიდან უკვე ჩამოყალიბდება ახალი სამინისტრო, რომლის სახელწოდება იქნება - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელსაც დაემატება ახალგაზრდობის სააგენტო“ ,- განაცხადა ამილახვარმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა