მზად ვარ ვიყო მათი აქტიური ჩართულობის გარანტი - ვის ელოდება მიხეილ სააკაშვილი პოლიტსაბჭოში?

სულ ნახვები : 278
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საკუთარი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, თავის ხელნაწერს აქვეყნებს, სადაც ის პოლიტსაბჭოს იმ წარმომადგენლებზე სახელებით და გვარებით საუბრობს, რომლებიც ახალი მენეჯმენტის პირობებში, პოლიტსაბჭოს გარეთ აღმოჩნდნენ. 


სააკაშვილი პირობას დებს, რომ იქნება მათი ჩართულობის გარანტი და ასევე აცხადებს, რომ გამარჯვებისთვის მათი პარტიულ საქმიანობაში ჩართვა აუცილებელია და რომ ენმ- 2024 წლის არჩევნებზე არ იბრძვის მეორე ადგილისთვის. 


„მას შემდეგ რაც ყველა წესის დაცვით იქნა არჩეული პარტიის ახალი თავმჯდომარე და ეს ორივე მხარემ აღიარა, ასევე ლეგიტიმურად ჩატარდა ახალი პოლიტსაბჭოს არჩევნები, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ცოტა იჩქარეს და პოლიტსაბჭოს გარეთ აღმოჩნდა ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანი: ნიკა ვაჩეიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, ხათუნა ოჩიაური, დავით ბერიტაშვილი, ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, რუსიკო ცირეკიძე, მაიკო ჯავახიშვილი, გიორგი პატარაია, კობა ხაბაზი, მერაბ ჯანელიძე და კიდევ რამდენიმე ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ქვეყნისთვის საჭირო ადამიანი. 


ამავე დროს, მე სრულად ვიწონებ და მხარს ვუჭერ პოლიტსაბჭოს დღევანდელ შემადგენლობა, თუმცა მგონია, რომ ერთიანობისთვის და ბრძოლაში ეფექტურობისთვის, მნიშვნელოვანია, გვეთხოვა პოლიტსაბჭოს გარეთ აღმოჩენილი უკან დაბრუნება და პროცესებში აქტიურად ჩართვა. 


მე ჩემის მხრივ მზად ვარ, ვიყო მათი აქტიური ჩართულობის გარანტი და ეს ჩართულობა უნდა გამოიხატოს ახალ ინიციატივებში და პარტიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობაში. 


ჩვენ არ ვიბრძვით საპატიო მეორე ადგილისთვის! ამისთვის არ გამიწირავს ჩემი თავი და ჩემი სიცოცხლე არ დამიდია ფსონად. ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება და ამისთვის გვჭირდება ერთიანობა პირველ რიგში. გელით 23-ში!», - წერს სააკაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა