არჩევნებს მაშინ აქვს აზრი, როდესაც ხალხის ხმა ისმის - პაველ ჰერჩინსკი ბარიერის დაწევაზე

სულ ნახვები : 169
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროკავშირის სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის დაწევა საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. 

ელჩის თქმით, აუცილებელია საპარლამენტო სივრცეში იყოს მრავალპარტიულობა, რათა მოხდეს განვითარება. 

„ბარიერის დაწევა შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, ეს ქართველების გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი აზრით არჩევნებს მაშინ აქვს აზრი, როდესაც ხალხი გრძნობს, რომ მათი ხმა ისმის. ამიტომ საარჩევნო ბარიერი, არის მნიშვნელოვანი, რადგან თუ ხალხის უმრავლესობა ვერ გრძნობს, რომ მათი ხმა გაიგეს და მათი აზრი არ აისახა პარლამენტში, ეს არის მიუღებელი. 

როდესაც, პარლამენტში არ არის ბევრი პარტია წარმოდგენილი რთულია წინ წაიწიო, იმედი მაქვს თავად ქართველები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ბალანსი უნდა აღდგეს“, -განაცხადა ჰერჩინსკიმ. 

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერის დაწევას არ აპირებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
მსოფლიო ► Მეტის ნახვა