როგორ დაეხმარება ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადაჭრაში?

სულ ნახვები : 2,344
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და შემდგომში უკვე მოლაპარაკებები წარმოება სრულად გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის, ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილში.

ამ საკითხზე CNews-ს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ესაუბრა.

_ რა დადებითი მხარეები აქვს ევროსაბჭოს ამ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით?

_ კანდიდატის სტატუსი და შემდგომში მე დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგის რეჟიმიც გაიხსნება 2024 წელს, ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, მარტო საქართველოს პრობლემა არ ხდება. ეს ხდება ევროკავშირის ძალიან დიდი პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც ჩვენ სერიოზული მხარდაჭერა გვექნება.

_ კონკრეტულად რა ტიპის მხარდაჭერაზეა საუბარი?

_ პირველ რიგში ჩვენ მოგვეცემა თანხები, მე მქონდა ევროკომისიასთან დიალოგი, როდესაც ბრიუსელში ვიყავი ნოემბრის თვეში და იქ სერიოზულად გაცხადდა ეს და გარკვეული კონსულტაციები ჩემთანაც გაიარეს თუ, როგორ და სად უნდა დაიხარჯოს ეს თანხები, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ნუ შეიძლება ეს იყოს სახალხო დიპლომატია, ენერგეტიკის საკითხები, ჯანდაცვის საკითხები, მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს მოსახლეობის დაახლოება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იქნება ფიჯი ადგილობრივი მოსახლეობისთვის იმასთან დაკავშირებით, თუ რა ელის მათ.

_ კიდევ რა არის ისეთი, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, საოკუპაციო რეჟიმთან მიმართებაში?

ახლა მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგანაც მთელი ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა ამაზე იყო დამოკიდებული, ეს არის სეპარატისტთა ლიდერების სანქცირება. ამასთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმული არის ევროკავშირის მხრიდან, გახსოვთ თქვენ როდესაც  რუსეთის მოქალაქის პასპორტები, რომელიც გაცემული არის აფხაზეთში, იმ პასპორტებით არ უშვებენ ევროკავშირში და ეს უკვე არის გარკვეული ტიპის სანქცია.

_ ახლა ჰააგის სასამართლოში რა პროცესებიც მიდის და ის ქმედებები რაც არის, სეპარატისტების სანქცირება ცხინვალში, ეს ნიშნავს იმას თუ რა გარკვეული სანქციების ამუშავება წამოვა კიდევ მომავალში ევროკავშირის მხრიდან.

_ ერთ-ერთი მთავარი მომენტი კიდევ ის არის, რომ ევროკავშირი ქმნის თავის პროკურატურას და ამ ეტაპზე ევროკავშირის პროკურატურა მუშაობს საგადასახადო დანაშაულზე, რაც შეეხება ფინანსურ დანაშაულებს, ფულის დამალვა და ასე შემდეგ, დღის წესრიგში დგას დანაშაულის გაფართოების სპექტრი, ეს იქნება ტერორიზმი, ეს იქნება სეპარატიზმი თუ ა.შ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურას, უკვე ჰყავს კონტრაქტორი პირი ევროკავშირის პროკურატურასთან და მომავალში, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით, სინქრონიზაციაში ვიქნებით ევროკავშირის პროკურატურასთან რაც ნიშნავს იმას, რომ ის დანაშაულები რასაც ჩადის სეპარატისტული რეჟიმი, საერთაშორისო დონეზე განსჯადი ხდება.

ძალიან ბევრი პლუსები აქვს, ძალიან ბევრი მე გამოვყავი ძირითადი და იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან წინ წავალთ.

ბედნიერი ვარ იმით, რაც გუშინ მოხდა და უკან არ დავიხევთ ჩვენ არასოდეს, შესაბამისად ჩრდილოეთისკენ შემომბრუნებლები ჩვენ აღარ ვართ.

გიგა გელხვიიძე, CNews.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა