ირაკლი ღარიბაშვილს გიორგი ამილახვარი შეცვლის?

სულ ნახვები : 4,937
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალური შემობრუნების შემდეგ, „ქართულ ოცნებაში“ სრული პანიკაა, ხელისუფლების მთავარ გამოწვევად მან კორუფცია დაასახელა და დაბრუნების პირველი ეფექტი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობიდან ჩინური კომპანია „სინო-ჰიდროს“  ჩახსნა იყო, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან  ერთად  ლობირებდა.

უკეთესი მდგომარეობა არც კახი კალაძეს აქვს, გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო,  თბილისის მერიამ ხელშეკრულებები შეუწყვიტა წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს და მათ მიერ შესრულებული სამუშაოებით უკვე პროკურატურა დაინტერესდა, ძალოვანი უწყება ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობასაც შეისწავლის.პარალელურად, საარჩევნო წელს არც პოლიტიკური გადაადგილებებია  გამორიცხული.

ცვლილებებმა, რომელიც ივანიშვილის დაბრუნებისთანავე, პარტიის წესდებაში შევიდა, იქვე გააჩინა ეჭვი რომ შესაძლოა, არჩევნებამდე პრემიერ მინისტრის პოსტი ვაკანტური გახდეს, კანდიდატურის  წარდგენის უფლება  კი პოლიტიკური მრჩევლის კომპეტენცია გახდა.

Cnews- ის წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილი ბოლო დღეებია პირადად ინტერესდება ჩატარებული ტენდერებით და ყველა ინფორმაციას ამოწმებს, რომელიც შესაძლო კორუფციულ სქემებს უკავშირდებოდეს, ამ მოცემულობით საარჩევნო წელს „ოცნება“ არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია, ის რომ ოპოზიცია სრულად დისკრედიტებულია, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება 2024 -ის საპარლამენტო არჩევნებს უპრობლემოდ მოიგებს.

სახელისუფლო წყაროს ცნობით, ამ კვირის განმავლობაში „ოცნების“ კულუარებში ყველაზე აქტიური თემა პრემიერ მინისტრის ცვლილებაა, ღარიბაშვილის შემცვლელს უკვე ეძებენ და ამ პოსტზე განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის, კანდიდატურა განიხილება.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილი, „ოცნებაში“ ცხადია არ იციან, მაგრამ ის რომ ღარიბაშვილს არ სწყალობს, ეს პარტიის ყრილობაზეც გამოჩნდა, როცა ოცნების დე ფაქტო ლიდერმა მადლობა ირაკლი კობახიძეს გადაუხადა და მოქმედი პრემიერი არც უხსენებია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა