პირველი სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც რუსულ კანონს ფანჯრებიდან აპროტესტებდნენ, საკლასო ოთახი შეუცვალეს

სულ ნახვები : 134
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პირველი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც რუსულ კანონს საკლასო ოთახის ფანჯრებიდან აპროტესტებდნენ საკლასო ოთახი შეუცვალეს.

ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი აცხადებს, რომ დამრიგებელთან ამ დრომდე ვერ მოახერხა საუბარი, რადგან თავს არიდებს.

„სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების შემდგომ ბავშვები გადაიყვანეს სხვა კლასში და ჩემმა შვილმა როგორც მითხრა, ბავშვები ეუბნებიან, რომ შენი ბრალია, რომ ჩვენ ამ ცუდ კლასში ვართო... დღეს მთელი დღეა ვუკავშირდები დამრიგებელს და არ გამოდიან კონტაქტზე. არც აუხსნიათ ბავშვებისთვის, რატომ გადაიყვანეს, გაბრაზებულია ჩემზე დამრიგებელიო“ , - განაცხადა მშობელმა „მთავარ არხთან“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა