ერთ დარტყმაზე ვითიშებოდი და მეორე დარტყმაზე ვფხიზლდებოდი, განსაკუთრებით თავის არე ჰქონდათ არჩეული - აქციაზე დაზარალებული

სულ ნახვები : 49
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ერთ დარტყმაზე ვითიშებოდი და მეორე დარტყმაზე ვფხიზლდებოდი. განსაკუთრებით, თავის არე ჰქონდათ არჩეული - ამის შესახებ აქციაზე დაზარალებულმა ლევან ბუდაღაშვილმა ისაუბრა.

ის აღნიშნავს, რომ სპეცრაზმი მას პირდაპირ სახეში ურტყამდა.

"ერთ დარტყმაზე ვითიშებოდი და მეორე დარტყმაზე ვფხიზლდებოდი. განსაკუთრებით, თავის არე ჰქონდათ არჩეული. რანაირად არ ვიფარებდი ხელებს. სახეში მირტყამდნენ და ფეხებში. ცემა-ცემით გამატარეს მთელი სპეცრაზმი, უკვე ქუჩის მხარეს რომ აღმოვჩნდი, იქ თქვეს იღებენო და ამ დროს გამიშვეს ხელი. ხელი რომ გამიშვეს, წამოვდექი, გადავდგი ორ ნაბიჯი, მაგრამ გავითიშე და წავიქეცი. დაცემის მომენტში ისევ გამოვფხიზლდი, თვალი რომ გავახილე, ესენი ისევ მორბოდნენ ჩემკენ. დაგდებულზე კიდე რომ შემდგნენ, ვიღაცა გადამეფარა, მკვდარია დაანებე თავიო, და ამ დროს შემეშვნენ. მომკიდეს ხელი და შემაგდეს "მარშუტკაში".

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა