ეს პროცესი არის პოლიტიკური - მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე

სულ ნახვები : 139
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესი, რომელიც შეეხება 7 ნოემბრის საქმეს პოლიტიკურია.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, სასამართლო სხდომაზე მაგალითი მოიყვანა, იმის თუ რას აპირებდნენ მოლდოვაში და რა განცხადებები გააკეთეს დასავლური შეხედულების ქვეყნებმა იმ პროცესებთან დაკავშირებით და რამდენად ჰგავს ის პროცესები რაც მოლდოვაში იყო, საქართველოში 2007 წლის, 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს.

„დღეს არის პროცესი, რომელიც ეხება 7 ნოემბერს და მე მინდა მანამდე გაგაცნოთ ბრიტანეთის, ამერიკის და კანადის მთავრობებმა რა განცხადება გააკეთეს, ეს პირდაპირ ეხება ამ საქმეს. ეს განიცდება გაკეთებულია მოლდოვაში მოვლენებთან დაკავშირებით და პირდაპირ ეხება საქართველოს. მათ გააკეთეს განცხადება, რომ „რუსეთი ადგილობრივი ოლიგარქების გამოყენებით აპირებს ევროკავშირში შესვლის რეფერენდუმის ჩაშლას, მოლდოვაში ხელისუფლების არაკანონიერად ცნობას, მასობრივი პროტესტის და არეულობის ორგანიზებით“. ხომ არ გეცნობათ ეს ხომ არ არის პარალელები? მაშინ საქართველოსი უბრალოდ ნატოში შესვლა იყო. მაშინაც აქ იყო რუსი ოლიგარქი მაშინაც აქ იყო არეულობის და პროტესტის ორგანიზება, რათა ჩაეშალათ საქართველოს არჩევანი, მაშინ მე ამის საშუალება არ მივეცი, რადგანაც გადავდექი და ახალი არჩევნების და დემოკრატიული გზით გადავჭერით ეს საკითხი. ეს პროცესი დღეს არის პოლიტიკური.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა