სკანდალური უზუსტობები ლაშქარავას საქმეში - რის საფუძველზე ეჭვობს შსს ზედოზირებით გარდაცვალებას

სულ ნახვები : 2,113
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მეორე დღეს, 12 ივლისს, შსს-ს წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, ზედოზირება გამხდარიყო. მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიდროკარაბინოლი, გაბაპენტინი და მონოაცეტილმორფინი - ეს იმ საშუალებების ჩამონათვალია, რომელიც შსს- განცხადებით, გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სხეულში აღმოჩნდა. შსს-ს ამ განცხადებასთან დაკავშირებით CNews-ი წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ ემპათია“- პრეზიდენტ მარიამ ჯიშკარიანს ესაუბრა.

- ქალბატონო მარიამ, რას იტყვით შსს-ს იმ განცხადებაზე, სადაც გარდაცვლილის სისხლში აღმოჩენილ მედიკამენტებსა და შესაძლო ზედოზირებაზე იყო საუბარი?

- საქმე გვაქვს უფლებამოსილების გადამეტებასთან. არ გვინახავს ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნაზე რომ ისაუბრო,  ჯერ უნდა დაწეროს სამხარაულის ბიურომ, ანუ ხელმოწერილი დასკვნა უნდა იდოს. ასეთი დასკვნა არ მონახავს. არადა, იქ უნდა ეწეროს, რა რაოდენობით იყო ეს მედიკამენტი გარდაცვლილის სისხლში ნაპოვნი.

ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ან უნდა ილაპარაკოს უფლებამოსილმა პირმა - ექსპერტმა, ან მედიცინის მუშაკმა, შსს-ს წარმომადგენელი მედიცინის მუშაკი არ გახლავთ, რის საფუძველზე საუბრობდა, ვერ გავიგეთ.

- შსს-ს ამ განცხადებას ის ხომ არ ამართლებს, რომ ამ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს?

- ეს კიდევ შესაფასებელი თემაა. ვინაიდან სამედიცინო დოკუმენტაცია კონფიდენციური ინფორმაციაა და მის გასაჯაროებას მოსამართლის, ან ან უფლებამოსილი პირის, ანუ, დაზარალებულის თანხმობა სჭირდება. სხვანაირად ეს არ ხდება. მოსამართლის თანხმობა ჰქონდათ? რას ნიშნავს საჯარო ინტერესი?  მე რომ ვისაუბრო გამომძიებლის ნაცვლად გამოძიების თემაზე, არ ვარ პროფესიონალი, შეიძლება, ადამიანმა თავისი აზრი გამოთქვას, მაგრამ როდესაც ოფიციალური თანამდებობის პირი აცხადებს ასეთ რამეს, მაშინ დოკუმენტი უნდა გქონდეს, თან უფლება უნდა გქონდეს ამ დოკუმენტის გასაჯაროების, ან უნდა საუბრობდეს ექსპერტი. ვისაც ვკითხე, ეს დოკუმენტი არავის უნახავს,   ეს დოკუმენტი არ დევს და როგორ უნდა იმსჯელო არარსებულ დოკუმენტზე?.

 მაშინ უნდა თქვა, რა რაოდენობით იყო ეს მედიკამენტები სისხლში და რომელმა გამოიწვია გარდაცვალება. როდესაც ექსპერტიზა არ არის დამთავრებული და არ გაქვს პასუხი ამ თემაზე, რას ემსახურებოდა მაშინ ეს?

- როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა?

- ადამიანის შეურაცხყოფას, დისკრედიტაციას. ეს გათვლილი იყო დაბალი ინტელექტის მასებზე. თუ მომხმარებელი იყო ადამიანი, ეს რამეს ცვლის, ამ შემთხვევაში, იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანი ნაცემი იყო და თავი ჰქონდა გატეხილი?!

- რამდენად შესაძლებელია ზედოზირება მაშინ, როცა ადამიანი სახლში დაბრუნდა, ესაუბრა ოჯახის წევრებს, დაიძინა და ამის შემდეგ გარდაიცვალა?

- ამაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსად, მკითხაობას ვერ დავიწყებ. დასკვნა იქნება და მან უნდა გასცეს პასუხი ამ შეკითხვებს.

ირინა მაკარიძე, CNews 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა