უკრაინაში შექმნილი მხარდამჭერი პლატფორმა შეიძლება სერიოზული ელემენტი გახდეს ქართული პოლიტიკისთვის - გია ხუხაშვილი

სულ ნახვები : 1,950
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კიევში გამართულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე ერთად გამოჩნდნენ  ყოფილი პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია და უკრაინის მმართველი ძალის  ერთ-ერთი ლიდერი დავით არახამია. მოსალოდნელია თუ არა მათი  პოლიტიკური პარტნიორობა  და გახდება თუ არა ეს პლატფორმა  მიხეილ საააკაშვილის დასაყრდენი პოლიტიკური ძალა? - ამ საკითხზე Cnews-ს  პოლიტიკის ექსპერტი  გია ხუხაშვილი ესაუბრა. 

- ფაქტია, რომ ნიკა გვარამია ემზადება რაღაცისთვის და მას ამის სრული უფლება და საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში  შესაბამისი წონაც აქვს.   უკრაინია სერიოზული რესურსია, ის  მიდის გამარჯვებისკენ,   უკრაინაში შექმნილი მხარდამჭერი პლატფორმა შეიძლება სერიოზული ელემენტი გახდეს ქართული პოლიტიკისთვის.    საკითხავია, რა არის მისი გეგმა?  -  შესაძლოა, მას უნდა გახდეს ზეპოლიტიკური ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, რომელიც გააერთიანებს პროდასავლურ ძალებს.  ესეც შეიძლება იყოს გეგმის ერთ-ერთი ვერსია, რადგან ასეთი გამაერთიანებელი, მაკონსოლიდირებელი ფიგურები თუნდაც ოპოზიციურ ფლანგზე, დღეს ძალიან ცოტაა.  ერთ-ერთი ასეთი ყველაზე სერიოზული  წონის მქონე არის ნიკა გვარამია. შეიძლება მას აქვს ასეთი იდეა, რომ  შექმნას ზეპარტიული ცენტრი და შემოიკრიბოს პროდასავლური პარტიები, რომლებიც თვითონ ვერ ერთიანდებიან.  დღეის მდგომარეობით, „ნაციონალურ მოძრაობა“  ცდილობს,  რომ შექმნას ეს ორბიტალური მიზიდულობა, მაგრამ მას ეს ცუდად გამოსდის, რადგან პარტიაშია პრობლემები. მე ვფიქრობდი, რომ ყველაზე სწორი იყო რომ ნიკა გვარამია გამხდარიყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.  ჩვენ ვიცით, რომ იქ სერიოზული დაპირისპირებული მხარეებია და  ამ მხარეების მორიგება, დაბალანსება და ერთ მაგიდასთან დასმა თავის ირგვლივ შეუძლია  მხოლოდ  ნიკა გვარამიას. ამდენად  ლოგიკური  იყო თუ ის გახდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.  ახლაც მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ვერსიაა, თუ პარტიის შენარჩუნებაზეა საუბარი.  იმიტომ რომ თუ ასე გაგრძელდა, პარტია დაიშლება აუცილებლად.

- ნაციონალურ მოძრაობაში იქნება ამისთვის მზაობა გვარამიას ლიდერობისთვის?

- ამაშია საქმე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამის მზაობა  არ არის, ეჭვიანობენ, ათასი რამ მიდის დღევანდელი ხელმძღვანელობის მხრიდან, თორემ არ მგონია,  ნიკა მელია ასეთი განვითარების წინააღმდეგ წასულიყო. რადგან ნიკას  გვარამიას შეუძლია  კომუნიკაცია, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარესთან,  მას შეუძლია   პარტიის გამართიანებელი როლი ითამაშოს.

შეიძლება  მისი ამბიციები ამაზე შორს მიდის. მას არ უნდა რომელიმე პარტიაზე მიბმა, უნდა რომ გახდეს ერთგვარი  სამოქალაქო  ლიდერი,  რომელიც თავის ირგვლივ  მოახდენს ყველა პარტიის კონსოლიდაციას, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“. ვფიქრობ, ორივე გზა საინტერესოა. თუმცა ვფიქრობ,  ნიკა გვარამიას ამბიცია, რომ   პროდასავლურ ფლანგზე გახდეს მულტიპარტიული ლიდერი, მაღალია რისკი,  წარუმატებელი გახდეს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობაში“  მისი ინტეგრირება ამ პარტიასაც გადაარჩენს და პოლიტიკურადაც უფრო საინტერესეო იქნება.

- როგორც ცნობილი გახდა, ნაციონალურ მოძრაობაში სხვა ლიდერებზეა სწორება, იყო საუბარი გიორგი ვაშაძეზეც, ამ მიმართულებით რა პერსპექტივას ხედავთ?

- არასერიოზულია, გიორგი ვაშაძე როგორ წავიდა პარტიიდან,  კარგად გვახსოვს. ამის შემდეგ პარტიაში მის ლიდერობაზე საუბარი,  არასერიოზულია. 

 ირინა მაკარიძე Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
ინტერვიუ ► Მეტის ნახვა