ჩვენ უნდა დავინახოთ აფხაზური მხარის სიმართლეც - გაგა ჩხეიძე ფილმ „იარე ლიზა“-ს შესახებ

სულ ნახვები : 1,780
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კინოცენტრის ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე, რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმ „იარე ლიზა“ - სთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს საინფორმაციო სააგენტო CNews-თან საუბარში ეხმიანება.

კულტურის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, სადაც საუბარია იმაზე, რომ კინოცენტრის წინა ხელმძღვანელობის და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ იქნა ფილმი დაფინანსებული, CNews-მა გადაწყვიტა რამდენიმე შეკითხვა დაესვა გაგა ჩხეიძისთვის.

მისი შეფასებით, ფილმის ზედაპირულად შეფასება გაუმართლებელია, თუ არ ჩასწვდი მის სიღრმეს თუ, რისი თქმა სურდა რეჟისორს ამ სურათით.

„ფილმის ასე ზედაპირულად შეფასება არ შეიძლება, რაღაც სქემებით, ის იჩაგრება თუ, ეს იჩაგრება. ეს არის მცდელობა რეჟისორის, სცენარისტების, რომ გაიაზრონ და აფხაზური მხარიდან შეხედონ მოვლენებს. ანუ უფრო გაიაზრონ და გაითავისონ ის ტრაგედია არც დაატყდა თავს ორივე მხარეს, მაგრამ უფრო აფხაზეთის თვალით დანახული აინტერესებდათ ამ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ეს არის მცდელობა საერთო ენის გამონახვის, საკუთარი შეცდომების თუ ცოდვების აღიარებისაც. რა თქმა უნდა ქართველთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ყველაფერში მართალია და იქ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ და ა.შ. მაგრამ მართალია ეს? ჩვენ ხომ უნდა დავსვათ შეკითხვების რა მოხდა, ყველაფერი უნდა ვიცოდეთ რაც არსებობს დოკუმენტები. 

ფილმი აგებულია ჩანაწერებზე, დღიურებზე, დოკუმენტებზე, ჟურნალისტურ რეპორტაჟებზე, ცნობილია ის ადამიანი ვინც მაშინ იყო ჟურნალისტი და ალბათ უამრავი მოგონებები აქვს. აფხაზეთში უამრავი რამ მოხდა მაშინ, ომი იყო და ჯერ აქედან შევიდა ჯარი, შემდეგ აფხაზებმა ისროლეს, ნუ რამდენადაც ეს დღიურების, მათ შორის ჯარისკაცების ჩანაწერებს ეყრდნობა. ჩვენ გვავიწყდება, რომ  მაშინ ჯარი ასე ჩამოყალიბებული არ გვყავდა, რომელიც იქნებოდა დისციპლინირებული და მობილიზებული, ამიტომ გადაცდომები რაღაც იყო ალბათ.  პირადად მე ფრონტზე არ ვყოფილვარ, მაგრამ მეც მაინტერესებს რაღაცები, რა ხდებოდა იქ. ჩვენ თვალწინ ჩაიარა ამ ყველაფერმა და საბოლოო შედეგი ის იყო, რომ ქართულმა მოსახლეობამ მთლიანად დატოვა აფხაზეთი და დღემდე არ შეუძლიათ თავიანთ სახლებში დაბრუნება, რაც საშინელებაა.

 ჩვენი პოზიცია ძალიან მყარია, როდესაც საუბარია ადამიანებზე და ეს არის ჰუმანური პოზიცია, რომ ადამიანი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც მისი სამშობლოა და ამაზე არავინ არ დავობს რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა დავინახოთ აფხაზური მხარის სიმართლეც, რაში არიან ისინი მართლები, რაში არიან მტყუანები, შეიძლება საბოლოოდ მივიდეთ იქამდე, რომ ისინი უფრო მეტი დამნაშავეები არიან, მაგრამ ეს ყველაფერი არის მსჯელობის თემა და ამაზე თუ არ ვიმსჯელეთ ეს ვერ გადაწყდება.

შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნებამ დაძრა ისევ ეს თემა?

შესაძლებელია, კი. კარგია, რომ ფილმმა დააყენა ეს საკითხები, მე ჩვენი მთავრობის მხრიდან არაფერი მომისმენია აფხაზეთზე, არსებობს შერიგების სამინისტრო, ვის შეურიგდნენ ეგეც არ ვიცი მაგრამ... კარგია, რომ დაინტერესდა რეჟისორი. ეს პროექტი შემოტანილი იყო 2019 წელს, სანამ მე მივიდოდი კინოცენტრში, მანამდე უკვე დამტკიცებული იყო კომისიის მიერ და მოხდა დაფინანსდება. თავიდან მოაჭრეს ბიუჯეტი და თანხა არასდროს არ არის საკმარისო, რომ გადაიღო, თან ანიმაცია ძალიან ძვირი ჯდება ფილმის. შემდეგ დაუმატა მთავრობამ, რადგანაც გადაწყვიტა, რომ მნიშვნელოვანი თემაა და ეს იყო მიზეზი, რაზეც გაუზარდეს ბიუჯეტი ნანა ჯანელიძეს. შეიძლება განსხვავებული იყოს პოზიციები, მე გუშინ მოვისმინე იმ ხალხის პოზიცია, რომლებიც დევნილებს წარმოადგენენ და რაღაცებში შეიძლება დაეთანხმო, მაგრამ სეთი ფორმით და მუქარებით ჩვენ ვერაფერს ვერ მივაღწევთ. იქ მუქარა ხელოვანის მიმართ, არაფერს აღარ ამართლებს და იმაზე საუბრობს, რომ ჩვენ სუსტები ვართ პოზიციები გამოხატვაში", - განაცხადა ჩხეიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა