რუსებს უნდა შევუქმნათ პირობები, რომ გააუქმონ ბინადრობის მოწმობები - მიხეილ სააკაშვილი





...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსებს საქართველოში უნდა გაუუქმდეთ ბინადრობის მოწმობები და ამბობს, რომ ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რათა ქვეყანაში ახალი პოლიტიკური მმართველობით მოხდეს, რუსეთის მოქალაქეებისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ მათ თავად დატოვონ საქართველო.
ამის შეახებ სააკაშვილმა დღეს, 20 ნოემბერს ისაუბრა. „საქართველოს წინაშე დღეს არის ძალიან დიდი საფრთხეები, ჩვენ ვართ ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ, ასი ათასზე მეტი რუსი ადამიანი არის ჩამოსული და ჩაბუდებული საქართველოში, ამ ადამიანების გამოსწორება არის შეუძლებელი, მათი უმეტესი ნაწილი არის იმპერიული ზრახვების და მენტალობის მატარებელი, ამიტომ ჩვენ უნდა მოვახეხოთ, რომ შევუქმნათ მათ პირობები გააუქმონ ბინადრობის მოწმობები, ეს მთავრობა საერთოდ ცდილობს, რომ მათ მოქალაქეობა მიანიჭოს, არა მხოლოდ მოქალაქეობა არ უნდა მივცეთ, ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული, რომ მათ არ ჰქონდეთ ქონება საქართველოში.
ეს არის პირდაპირი გზა, რუსების მოშორების“, - განაცხადა სააკაშვილმა.