ვემზადებით გასამარჯვებლად, აბა რისთვის ჩამოვედი აქ?

სულ ნახვები : 3,324
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება და არა აპირებს მეორე ადგილს შეეგუოს. 


ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს, 20 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე განაცხადა. 


„არ მინდა, ჩავიკეტოთ რაღაც პარტიულ ფარგლებში. მინდა, ნათლად გითხრათ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც პარტიამ, უნდა აჩვენოს საუკეთესო, რაც შეუძლია. ჩვენ არ მივდივართ საპატიო მეორე ადგილისთვის. თუ ვინმე ემზადება სამუდამოდ ოპოზიციაში ყოფნისთვის, ამას ვერ მიიღებს. ხომ გითხრათ კალაძემ 2040 წლამდე ჩვენ უნდა ვიყოთო, ვერ მიიღებს, თუ აქეთ მხარეს, ჩვენიდან ვინმე ამისთვის არ არის მზად, იყვნენ მუდმივად ოპოზიციაში. ჩვენ არ ვემზადებით საპატიო მეორე ადგილისთვის, ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად და გასამარჯვებლად. აბა, რისთვის ჩამოვედი აქ, აბა, რისთვის ჩავიგდე ჩემი სიცოცხლე საფრთხეში? იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ. გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. პოლიტსაბჭო, რომელიც არჩეულია, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია, მაგრამ ჩვენ ვიჩქარეთ ვიღაც ადამიანების წასვლა და მინდა, ამ ადამიანებს მოვუწოდო, დაბრუნდნენ პოლიტსაბჭოში, ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი, ჩავერთოთ გადაწყვეტილებების მიღებაში, რადგან ეს მნიშვნელოვანია. მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, ინიციატივის ნაწილი, რათა ერთობლივი გზით შევძლოთ წინ წასვლა. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“, -განაცხადა სააკაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები