არაფერი ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი - მიხეილ სააკაშვილი აფხაზებზე
სულ ნახვები :
302
...
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართველებს აფხაზებთან საბოდიშო არაფერი აქვთ.
ამის შესახებ მან დღეს, 20 ნოემბერს განაცხადა.
„საქართველოს სახელმწიფოს მთავარი ამოცანა არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ გვავიწყებენ ამას და ლამის ბოდიშის მოხდას გვაიძულებენ აფხაზებისთვის. ნურას უკაცრავად, არაფერი ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი. რა თქმა უნდა, უნდა აღვიდგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“, – განაცხადა სააკაშვილმა.