„ამის მოთმენას არ ვაპირებ“ - თეა წულუკიანი გელათის საკითხზე განცხადებას აკეთებს

სულ ნახვები : 1,886
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც  დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში, იმიტომ, რომ ამის მოთმენას არ ვაპირებ, - ამის შესახებ კულტურის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუყკიანი აცხადებს. მისი  ტქწმით, გელათის  საკითი მისი სამინისტროს  კომპეტენციაში  არ შედისა და ამ   საკითზე ბრალდებებს  აღარ აიტანს.

„ღიად გეუბნებით, რომ იმაზე, რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს არ ვაგებ და ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წლის სამი ოქტომბრიდან ჩვენ მოგვეცა მითითება, რომ აღარ ვიმუშაოთ გელათში, ამიტომ 2022 წლის სამი ოქტომბრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია, არა იმიტომ, რომ რაღაც შეიძლება არ ვიცი, უცნობია, ჩვენთვის ინსტიტუციურად იქ რა ხორციელდება. ჩვენ როგორც გვითხრეს, იუნესკო აპირებს ვიზიტს გელათში, პროაქტიურ, რეაქტიურ ვიზიტს გელათში და რასაკვირველია, ამ დასკვნის შედეგად გვეცოდინება ამჟამად იქ რა ვითარებაა.

მე მაქვს რწმენა, რომ ყველაფერი იქ არის კარგად და იქნება საუკეთესოდ. რაზეც მე და ჩემი გუნდი სამინისტროში ვაგებთ პასუხს ეს გახლავთ პერიოდი 2021 წლის მაისის, 2022 წლის სამ ოქტომბრამდე, ეს გახლავთ ის დღე, როდესაც მივიღეთ ოფიციალური წერილი და მითითება მესაკუთრისგან, რომ ყველა ტიპის სამუშაო იქ შეჩერებულიყო. ეს ნიშნავს იმას, რომ 2022 წლის და 2023 წლის ზამთრები როგორ გაიარა ძეგლმა, არ ვიცით - არ ვიცით ნიშნავს არ ვიცით - ეს არ კარგს ნიშნავს და არც ცუდს ნიშნავს.

მე ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს მასალები, თუ რა მდგომარეობაში იყო ძეგლი გადაბარების პროცესში, გვაქვს დათარიღებული ვიდეო და ფოტო მასალა, ასევე სკანირების შედეგები და რა თქმა უნდა, წლების შემდეგ ეს მასალა შეიძლება შედარდეს იმ ვითარებას რა ვითარებაც იქნება ძეგლზე და მერე უკვე ორი ყურის ასწიას პრინციპით ბაჭიას შეეძლება გამოიცნოს, ვინ რა გააკეთა და ვინ რა ვერ გააკეთა.

ძალიან დასანანია, რომ თვითონ პროექტი 2008 წელს შემუშავებული იყო ძალიან ხარვეზიანი, შემდეგ თვითონ ამ ხარვეზიანი პროექტის განხორციელება წარიმართა დიდი ხარვეზებით და 2021 წლის გაზაფხულზე, როდესაც მე დავინიშნე კულტურის მინისტრად, მაშინ რეალურად ტაძარში კვლავ ჩაედინებოდა წყალი, წყლის დენა ჩვენ შევაჩერეთ და შრობის პროცესიც იუნესკოს რჩევის შედეგად გავაძლიერეთ. გამაგრდა რამდენიმე ადგილი კედლის მხატვრობით და როგორც ახლახან ტელევიზიით გავრცელებული მასალით ვიხილეთ, ის, რაც ჩვენს დროს გამაგრდა, არის ხელშეუხებელი და კვლავ გადარჩენილი, მათ შორის მაცხოვრის სახე. დანარჩენი, რაც არ ვიცი, არ ვიცი.

დავალება აქვთ ჩემს თანამშრომლებს, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში, იმიტომ, რომ ამის მოთმენას არ ვაპირებ“, - განაცხადა წულუკიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა