49 სართულიანი ცათამბჯენი და ივანიშვილის მორიგი მსხვილი მშენებლობა - რა ხარვეზები იკვეთება სქემაში

სულ ნახვები : 298
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

116 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი ორთაჭალაში და მე-9 არხის მაგივრად ორი, მათ შორის ერთი 49 სართულიანი ცათამბჯენი - ეს არის ის პროექტი, რომელიც უკვე წარედგინა ბიძინა ივანიშვილის კომპანიის მიერ თბილისის მერიას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმის განხორციელების შესახებ ნებართვაც გაიცა.

ახლა ჯერი საკრებულოზეა, ხოლო შემდეგ მშენებლობის დაწყება მოხდება.

„სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ საფარქვეშ ახორციელებს მშენებლობებს, რომლებიც მორგებულია მის პირად კეთილდღეობაზე და ამაში მას ხელს უწყობს თბილისის მერია და საკრებულო.

„ივანიშვილი ერთის მხრივ ცდი,ობს ასეულობით მილიონი ლარი, საკუთარი ახირებების სანაცვლოდ მიიღოს შემოსავლის სახით და მეორეს მხრივ სერიოზულ პრობლემებს უქმნის თბილისს და მის განაშენიანებას. კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საქართველოს, რომ ეს ყველაფერი, ეს დეველოპერული ბიზნესი და მიმტაცებლობა ივანიშვილის  ხორციელდება, „ქართუ“ ფონდის საქველმოქმედო საქმიანობის საფარქვეშ. ფონდის, რომლის ანგარიშებიც კვლავ გასაიდუმლოებულია და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გვაფიქრებინებს, რომ რეალურად აქ არის მძიმე დარღვევები. ისმუსნებიან რეგულირების გეგმის დავალებაზე გასცა თბილისის მერიამ თანხმობა, საკითხი  უნდა გადავიდეს საკრებულოში, შემდეგ შეთანხმება განაშენიანების რეგულირების გეგმა, გაიცემა მშენებლობის ნებართვა და ყველა დარწმუნებული ვართ ეს მოხდება ძლაინა მალე და ზედმეტი შეკითხვების გარეშე“, - განაცხადა აბესაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა