ბარსელონა ბაიერნთან განადგურდა

სულ ნახვები : 144
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სენსაციურად დაწყებული ჩემპიონთა ლიგა ტურის ცენტრალური მატჩით გაგრძელდა – ბარსელონა შინ დაუხვდა მიუნხენის ბაიერნს და 0:3 განადგურდა.

ბავარიელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უდიდეს უპირატესობას და შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა. ანგარიში ტომას მიულერმა გახსნა, ხოლო რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა.

ასეთივე ანგარიშით სტუმრად იმარჯვა ტურინის იუვენტუსმა, რომელმაც შვედური მალმიო დაამარცხა.

გოლუხვი გამოდგა ესპანური ვილიარეალისა და იტალიური ატალანტას მატჩი. თავიდან ატალანტა დაწინაურდა, შემდეგ უკვე ესპანელები იგებდნენ, მაგრამ თამაში 2:2 მორჩა.

დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა ლონდონის ჩელსიმ, რომელმაც რომელუ ლუკაკუს ერთადერთი გოლის წყალობით სანკტ პეტერბურის ზენიტი დაამარცხა – 1:0.

ორი მატჩი უგოლოდ დასრულდა: კიევის დინამო შინ პორტუგალიურ ბენფიკას დაუზავდა, ხოლო ფრანგული ლილი – გერმანულ ვოლფსბურგს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები