ექსკლუზივი: რა შეხება ჰქონდა დღეს დაკავებულ პირს მიხეილ სააკაშვილთან

სულ ნახვები : 940
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 20 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ შსს-ს მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის საქმეზე კიდევ ერთი პირი - 1989 წელს დაბადებული გიორგი ნარიმანიძე დააკავა, CNews-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ნარიმანიძე იმ „ტრაილერის“ მძღოლია, რომლითაც მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა როგორც ნარიმანიძის ადვოკატის, გოგა გოგინავას საუბრიდან ირკვევა, ნარიმანიძემ არ იცოდა, რომ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა.

CNews-ი გიორგი ნარიმანიძის ადვოკატ გოგა გოგინავას ესაუბრა:

- ვინ არის გიორგი ნარიმანიძე?

- გიორგი ნარიმანიძე წოწორიას მძღოლია.

- იმ წოწორიას, რომლის სახლში სააკაშვილი დააკავეს?

- დიახ. წოწორიას რამდენიმე ტრაილერი ჰყავს და ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლი ნარიმანიძეა.

- ანუ, ტრაილერს, რომლითაც მიშა საქართველოში ჩამოვიდა, უშუალოდ ნარიმანიძე მართავდა?

- არა.

- აბა?

- იცით, როგორ არის? - მძღოლი ერთის ნაცვლად, შეიძლება, მეორე მანქანაზე დაჯდეს, მაგრამ აქ ასეთი თემა იყო: ჩამოსვლის მეორე დღეს, წოწორიამ დაურეკა და უთხრა, ფოთში ჩემი ტრაილერია, რომელშიც არის ტვირთი და ეს ტვირთი დაარიგე ობიექტებზეო. ნარიმანიძემ ჩამოიყვანა ტრაილერი თბილისში და მორჩა.

- ანუ, თბილისში ტვირთი იმ ტრაილერით ჩამოიტანა, რომელშიც სააკაშვილი იჯდა?

- კი.

- მანქანაში რა ტვირთი იყო?

- არაჟანი და ეგეთი რაღაცები.

- გამოძიება ნარიმანიძეზე როგორ გავიდა?

- არ ვიცი, მასალები ჯერ არ გადმომცემია.

- თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი როდის დააკავეს?

- გუშინ.

- მანამდე დაკითხვაზე ხომ არ იყო დაბარებული?

- კი, როგორც მოწმე იყო დაკითხული.

ავტორი: ზუკა ნემსაძე

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა