ზვიადაური გირაოთი გაათავისუფლეს - რას ყვებოდა სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მთავარი მოწმე

სულ ნახვები : 404
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 29 ნოემბერს, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს.

მოსამართლემ მას აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა ​50 ათასლარიანი გირაოთი შეუცვალა.

ზვიადურის გარდა, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა ზვიადაურის საქმის ფიგურანტი, კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი, რომელსაც ბრალად ედება იარაღის დაუდევრად შენახვა რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოყვა.

შეგახსენებთ: 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ტყეში, სისხლიანი გარჩევის დროს, სამი ადამიანი მოკლეს. აქედან ერთ-ერთი ოლიმპირი ჩემპიონისა დაოცნებისყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიდაურის ძმა, ზვიად ზვიდაურია. ასევე, მოკლულია 27 წლის ნიკა კენჭოშვილი. კენჭოშვილის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ზურაბ ზვიდაური დააკავეს

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109- მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, CNews-მა ექსკლუზიური ინტერვიუ წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთ მთავარ მოწმესთან, ზვიად მაისურაძესთან რამდენიემე თვის წინ ჩაწერა.

- ბატონ ზვიად, მიამბეთ, 16 აგვისტოს რა მოხდა?

- პირველ რიგში, გკითხავთ: თქვენ როგორ ფიქრობთ რა მდგოამრეობაში ვარ? - ვარ დაჭრილი, ვარ ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ხალხი დაიღუპა, ხო? მორალურადაც და ფიზიკურადაც ვარ ცუდად. გასაგებია, რომ ჟურნალისტები ხართ და ჩემგან რაღაც კითხვებზე პასუხის გაცემა გინდათ, მაგრამ...

- ბატონო ზვიად, სიმართლის დასადგენად გირეკავთ - ყველა მხირდან რომ ითქვას სიმართლე...

- არსად არ ვიმალები და აუცილებლად გაგცემთ პასუხს.

- უბრალოდ, ადასტურებთ თუ არა, რომ კონფლიქტი თავდაპირველად თქვენსა და ვატო კვანტალიანს შორის დაიწყო?

- მოკლედ გეტყვით, რაც მოხდა, დაახლოებით, იცით, იქ იყო სამშენებლო ინვენტარზე კამათი.

- ვის და ვის შორის?

- ჩემი მხირდან იყო შენიშვნა, თხოვნა მეგობრული, რომ ძალიან გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, ამას ნუ გამიფუჭებთ, ღირებულია და ცოდოა ამისთვის ამის გაფუჭება... ამის შემდეგ ჩაერთო კვანტალიანი, სადაც ჩვენში მოყვა ამ ყველაფერს ბრიყვული პასუხი. ეს ბრიყვული პასუხი გადაიზარდა კამათში და ამას მოყვა ხელჩართული ბრძოლა და ცემა.

- ვისი მხრიდან?

- ჩვენი მხრიდან ხელის ქნევაც არ იყო, დავიჩაგრეთ და ა.შ.  არ ვარ მზად, ახლა ცუდად ვარ, უბრალოდ, ნამდვილად გიპასუხებთ ნებისმეირ ჟურნალისტს ყველა შეკითხვაზე.

- ჯანმრთელობას გისურვებთ, მაგრამ ერთ კითხვაზეც მიაპსუხეთ: ზვიადაურები თქვენ მიიყვანეთ, ასე ვთქვათ, საქმის გასარჩევად?

- არ მიმიყვანია მე! მე შეიძლება, კონკრეტულად გითხრათ, რომ ჩემი ზარიდან არცერთი ადამიანი არ ყოფილა. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვისაც უნდოდა ჩვენი ცემის მერე, ესე ვიტყვი, თუ არ ვცდები, დაღუპულს მეორე მხრიდან, იქ ვინც ისროლა, მე მგონი, იმას დაველაპარეკე თუ იმის ბიძაშვილებს. მართლა არ ვიცი. ვცადე, რომ კიდე რბილად, მეთქი, რა გაკადრეთ ისეთი, რა გითხარით ისეთი, რომ ამის გამო ესე მცემეთ.

- ეს ჩხუბი ტყეში იყო?

- არა, ეს იყო ობიექტზე.

- მერე, ტყეში გაგრძელებულ ჩხუბში თქვენც მიიღეთ მონაწილეობა?

- ვმონაწილეობდი - არა, იქ ვიყავი და შემეხნენ ფიზიკურად. თუ კარგად მომისმენთ, სრულ სიმართლეს გეუბნებით - მე მივედი, ჩვენც ვასრულებთ იქ სამუშაოებს, ოღონდ სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს ვასრულებთ მე და ის დანარჩენი, სხვა კომპანია. ჩემს ნივთზე ვუთხარი, რომ ამას ნუ იყენებთ ამისთვის, ამას მოყვა ბრიყვული პასუხი. ეს ბრიყული პასუხი გადაიზარდა ლაპარაკში, ჩემსა და ვატოს შორის დაიძაბა სიტუაცია, რომელიც არ იხსენიება არსად, დაძაბა ურთიერთობა, ხელი შემახო, ამ ხელის შეხებას მოყვა ჩემი ქვისლიგან საპასუხო რეაგირება. დავიწყე მეც, ვიგინეთ, გავიყარეთ სასაცილოდ და დამცირებულად გინებით ობიექტიდან. იმის მერე რამდენიმე წუთში, შესვენებაზე ამოდიოდნენ ეგ ხალხი, თუ არ ვცდები, ალბათ, იყო ის დაღუპული, რომელიც გავაჩერე და ვუთხარი, რა გაკადრე ისეთი, რომ ამდენად შეიყარა ქვეყნა და ესე გავიტყიპეთ-თქო.

ჩემთვის არაფერი გიაკდრებიაო, ვატოს აკადრეო, ხელით შეეხეო. მეთქი, აქედან გავიდეთ და იქით ვილაპარაკოთ-თქო. როგორც კი ხელი მოვხვიე მსუბუქად, ტელეფონი მეჭირა ხელში, ამათ მიიღეს ეს დარტყმად და მივიღეთ მართლა დარტყმა ჩვენ.

- პირველი გასროლა ვისგან იყო, ბატონო ზვიად?

- ეხლა, რას გეტყვით, იცით? - უკვე ძალიან დავძაბე, დაძაბული ვლაპარაკობ, განერვიულებული ვლაპარეაკობ და უბრალოდ, დამშვიდებული ჟურნალისტი ხართ, რომელიც სიტუაციის გარკვევას ცდილობს.

- დიახ, მინდა, ყველა მხარის პოზიცია მოვისმინო და ამიტომ დაგიკავშირდით.

- დაზარებული და აღელვებული ადამიანი, რომელიც საფრთხეში გრძობს თავს, შვილებთან ერთად. არ ვიმალები, გაგცემთ პასუხს.

- გამოძიებამ დაგკითხათ თუ არა?

- რა თქმა უნდა, მე გამოძიებას ჩვენება მივეცი, რაც იყო და როგორც იყო. როგორ არ დამკითხა, დავიკითხე იქ - საავადმყოფოში იმ ღამესვე. გავეცი შესაბამისი პასუხები. რაც მკითხეს, ყველაფერი ვუპასუხე. ძალიან გთხოვთ, ეხლა უფრო მეტად თუ გააგრძელებთ ლაპარაკს, შეიძლება, ჯანმრთელობამ ვერ გაუძლოს.

- მესმისბატონო ზვიად, უბრალოდ... 

- ძალიან გთხოვ, ნუ გააგრძელებთ, ბოდიშის მოხდით, გაგითიშავთ ტელეფონს. აუცილებლად მოვა ეს დრო, რომ ყველასთან დავდგები, ვიტყვი ყველაფერს. არის სხვა საკითხები, რაც ჩემთვის და სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია, ვზრუნავ მასზე.

ზუკა ნემსაძე, CNews  

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა
ინტერვიუ ► Მეტის ნახვა