შოთას იმედი ლუთონია

სულ ნახვები : 197
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თურქული გამოცემების ცნობით, ჰალ სიტის მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს თანამდებობაზე მხოლოდ მომდევნო მატჩის მოგება დატოვებს.

ჩვენებურის გუნდმა ინგლისის ჩემპიონშიფში ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო და აუტსაიდერებში დაქვეითდა. ბოლო იყო სუონსისთან მარცხი – 0:3.

მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა და საფინალო სასტვენის შემდეგ ქართველი სპეციალისტი კლუბის მფლობელს, აკუნ ილიჯალის შეხვდა.

ილიჯალიმ გადაწყვეტილება მიიღო: არველაძე ლუტონ თაუნთან გუნდს სათამაშოდ კი გაიყვანს, მაგრამ ცუდი შედეგის შემთხვევაში ქართველ მწვრთნელს გაათავისუფლებს.

თურქები იმასაც წერენ, რომ ილიჯალმა არველაძის შემცვლელი უკვე შეარჩია – ერსუნ იანალი, რომელიც გასულ წელს ანთალიასპორს წვრთნიდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები