შერმადინი MVP-ის ტიტულისთვის მხოლოდ მუსას ჩამორჩა და სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

სულ ნახვები : 136
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური ტენერიფეს ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას 2021-22 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის (MVP) გამოკითხვაში მე-2 ადგილზე გავიდა. ჩვენებური მხოლოდ ბრეოგანის ბოსნიელ ლეგიონერ ძანან მუსას ჩამორჩა.

გამოკითხვაში გულშემატკივრები, მწვრთნელები, მოთამაშეები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. თითოეულ სეგმენტს 25 %-იანი წილი ჰქონდა.

ოთხივე სეგმენტმა პირველობა მუსას არგუნა და 100 ქულა მიიღო. შერმადინს ჯამში 40 ქულა დაუწერეს. ქართველი ცენტრი მეორე ადგილზე გაიყვანეს ქომაგებმა და მასმედიამ (15-15 ქულა), მწვრთნელებისგან მესამე ადგილი (10) ერგო, ხოლო ლიგა ენდესას მოთამაშეებისგან ქულაც ვერ მიიღო.

საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა: მუსა (100), შერმადინი (40), ჩიმა მონეკე (35), ნიკოლა მიროტიჩი (30), მარსელინიო უერტასი (15) და ნიკო ლაპროვიტოლა (13).

აღსანიშნავია, რომ შერმადინი MVP-ს ტიტულის გასული სეზონის მფლობელი გახლდათ.

ქართველი კალათბურთელი ლიგა ენდესას სეზონის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. მასთან ხუთეული უერტასმა, ლაპროვიტოლამ, მუსამ და მონეკემ შეავსეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები