ვიფიქროთ გამარჯვების პლატფორმის გაფართოებაზე, ბევრი გამოცდილი მებრძოლის ჩართვით,- მიხეილ სააკაშვილის გზავნილი „ვივამედიდან“

სულ ნახვები : 2,199
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩემი ამოცანაა გამარჯვების პლატფორმის გაფართოება და დიდი ერთიანობის პლატფორმად ქცევა,- ეს არის მიხეილ სააკაშვილის გზავნილის მთავარი მესიჯი, რომელიც მან სოფო ჯაფარიძეს“ვივამედიდან“ გამოუგზავნა.

„როდესაც საქართველოში ჩამოვედი ,საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უარი ვთქვი დიდ პატივისცემაზე და კომფორტზე რომლითაც გარშემორტყმული ვიყავი .ჩემი მოტივაცია იყო და არის პირადი მაგალითით  ბრძოლისკენ მოწოდება. ეს ბრძოლა ყველას თავისი აქვს და ნამდვილად არ გულისხმობს იმ ექსტრიმს  ,რომელიც მე გავიარე.

ეს არის თავისუფალი ადამიანების ბრძოლა თავისუფალი საზოგადოებისთვის ,თავისთვის და საკუთარი ოჯახებისთვის, ნორმალური ცხოვრების წესისთვის ,ისეთი ცხოვრებისთვის რომელიც თავისუფალი იქნება შიშისგან და ძალმომრეობისგან, დაზღვეული იქნება  უსამართლობისგან. ახლა ჩვენ მოგვპარეს მომავალი, ვინაიდან როცა ჩვენს შვილებს საქართველოში ცხოვრება აღარ სურთ,ეს არის ქვეყნის მომავლის გარეშე დატოვება.

ჩემი მოტივაცია ყოველთვის იყო სიამაყე საქართველოთი, სიამაყე როგორც პრეზიდენტობის დროს ,ასევე ჩემს უკრაინაში ყოფნისას, რომლის ორგანულ ნაწილად ჩემს თავს ასევე მივიჩნევ, უკრაინის გამარჯვება ჩემთვის ასევე საქართველოს გამარჯვებაა და  პირიქით“ - წერს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გვიჩვენა თავგანწირვის მაგალითი, ახლა ჩვენ უნდა გავერთიანდეთ დიდი ერთობის შესაქმნელად, საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად.

მიხეილ სააკაშვილი მზადაა ესაუბროს ყველა ადამიანს,მიუხედავად მისი პარტიული გემოვნებისა, მოისმინოს ნებისმიერი განსხვავებული აზრი და ხედვა, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ერთობაა, როგორც საზოგადოებაში,ასევე ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. 

მოხარული ვარ რომ მესამე პრეზიდენტმა ეს ნდობა გამომიცხადა, ყველა ადამიანის გზავნილი პირდაპირი კომუნიკაციით იქნება მიტანილი მასთან,

ასევე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდოს, და პირველ რიგში, დარეგულირდეს ის  დაპირისპირება რომელიც პარტიის შიგნით არსებობს, - განუცხადა cnews-ს სოფო ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა თბილისის საკრებულოს დეპუტატს სოფო ჯაფარიძეს სთხოვა, იყოს მისი წარმომადგენელი შინ და გარეთ. 

„სოფოს მეშვეობით მომაწოდეთ თქვენი მოსაზრებები და სოფოც მუდმივად გამომიგზავნის თავის ანალიზს,ასევე ვთხოვე, პერიოდულად იქამდე, სანამ ვარ რუსული რეჟიმის ტყვეობაში და არ მაქვს საზოგადოებასთან სრულფასოვანი კომუნიკაციის  შესაძლებლობა, პირადად ჩემი განცხადებები მან გაავრცელოს „-დაწერა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა