ნონა გაფრინდაშვილი „ნეთფლიქსის“ წინააღმდეგ - ქართველი მოჭადრაკე კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს ითხოვს

სულ ნახვები : 499
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა „ნეთფლიქსს“ უჩივლა, – ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

საქმე ეხება „ნეთფლიქსის“ მინისერიალ The Queen’s Gambit-ს, რომელიც საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

სარჩელში ნათქვამია, რომ სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა. სარჩელში აღნიშნულია, რომ „ნეთფლიქსმა“ განზრახ იცრუა, რათა ეპიზოდისთვის დრამატულობა შეემატებინა, რომ სერიალის გმირმა მიაღწია იმას, რაც არც ერთ ქალს, და მათ შორის ნონა გაფრინდაშვილს არ გაუკეთებია.

„ნეთფლიქსმა“ დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას", - ნათქვამია სარჩელში.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები „ნეთფლიქსისგან“ ზარალის ასანაზღაურებლად სულ მცირე 5 მილიონ დოლარს ითხოვენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა